CNN-ის ცნობით, განელი ფეხბურთელი, რაფაელ დვამენა, 28 წლის ასაკში თამაშის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას განის ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.
„ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები რაფაელ დვამენას ოჯახთანაა.
რაფაელი მთელი გულით წარმოადგენდა განას. ჩვენ სამუდამოდ მოგვენატრება ის მისი ეროვნული თავდადების გამო.
მშვიდად განისვენე, რაფაელ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაფაელი. ალბანურ კლუბ „ეგნატიაში“ თამაშობდა. დვამენამ მატჩის დროს გონება დაკარგა.
არსებული ინფორმაციით, განელ ფეხბურთელს 2021 წელს, ავსტრიის თასის მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა, თუმცა, გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ფეხბურთის თამაშს.