ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ირაკლი ქურციკიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„რა ლამაზია. ასე ლამაზები რატომ არიან გმირები.
გუშინ ერთ ჩვენს მეომარს ერთი კითხვის პასუხად ვუთხარი, ვერ წავახალისებ შენს ჰეროიზმს, რადგან თვითონ ახლა ყვავილებიან აივანზე ვზივარ და სურნელოვან ჩაის ვსვამ-მეთქი. არ მინდა ვიყო გავლენის ჩამომაყალიბებელი, რომელიც კულმინაციურად ესთეტიკური და ღირებულებითი სიკვდილის კულტს შექმნიდა. მითუმეტეს, რომ უპირველესად ასეთი კაცები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად მინდა ჩვენს გვერდით მეგულებოდნენ ცოცხლები. მწარეა, როცა გვიწევს თქმა – დიდება მათ ხსოვნას. თუკი ვინმეს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ დღეს ჩვენს მიწაზე არ არის ომი, ეს კაცები (ქალებიც) არიან“, – წერს ის.