ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„როცა სანუგეშებელ სიტყას ვერ პოულობ ,
„დაკრძალვა და დაბადების დღე ერთდროულად…“
რატომ დაუშვი ღმერთო ამხელა საცოდაობა 🥲🥲🥲🥲🥲 უფალმა ნათელში ამყოფოს🙏🙏🙏🥲🥲🥲🥲🥲ამაზე მეტი ტკივილი არარსებობს გამძლეობა მის მეუღლეს რომელსაც 4 თვეში პატარა ბიჭუნა ეყოლება.
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი”
გთავაზობთ ირაკლი ხალითბას მეუღლის ანიტას ემოციურ მილოცვას. რომელსაც დღეს პირადად გადასცა თქვენი სამძიმარი შოთო სიხარულიძემ.
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო მარადიულო საგანძურო გულო და სულო💗 💗
ამ სამყაროში არ დამცალდა შენზე მოფერება ჩემო იმიერო სიყვარულო მაგრამ იცოდე მაინც გეფერები და ცას ვაწვდენ ჩემს შენდამი გრძნობას💗💗
ჩემო ღმერთო ჩემო სულიწმინდავ მიყვარხარ უსასრულობამდე იქამდე ვიდრე არ ჩაგეხუტები იქ სადაც შენ განისვენებ💗💗… შენი ანიტა💓
აქვე ასევე გთავაზობთ შოთო სიხარულიძის ემოციურ პოსტს რომელითაც ანიტას მიუსამძიმრა:
ჩემო ძვირფასო ანიტა რა ძნელია, როცა შენთვის ძვირფასს და საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე… ირაკლი ხალითბასნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი ლამაზი სული, ამინ!
((((ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს…
მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო….)))))
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი”
12 ნოემბერი 2023 წელი“, – აღნიშნულია პოსტში.