Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით რადიკალური ცვლილებები და სიახლეები ელის

November 12, 2023
რისი ეშინია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს ყველაზე მეტად? – ასტროლოგების დასკვნა

ვერძი

მომავლის კვანძი თქვენს ნიშანში იქნება, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებსა და პერსპექტივას გპირდებათ. თუმცა, ამავდროულად, წარსულის კარმული კვანძი კვლავ გაიძულებთ, რომ გარკვეულ ურთიერთობებზე დაფიქრდეთ. ასტროლოგების თქმით, თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობებში ნამდვილი გამოცდა 25 მარტიდან 8 აპრილამდე და 18 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში იქნება. აღნიშნულ პერიოდში, შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. ან საბოლოოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა, ან კიდევ ქორწინება, ნიშნობა დაგეგმოთ.

2024 წელი მარტოხელა ვერძებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ცხოვრების ნამდვილ მეგზურს შეხვდნენ და ბედნიერი თავგადასავალი შექმნან.

სასწორი

2024 წლის განმავლობაში ურთიერთობების გაანალიზება მოგიწევთ. წარსულის კვანძი თქვენს ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელი გლობალურ ცვლილებებს გიმზადებთ. ასტროლოგების თქმით, ურთიერთობების გამოცდის მთავარი თარიღი 23 მარტი და 17 ოქტომბერი იქნება. პირველ შემთხვევაში, სავსე მთვარე თქვენს ნიშანში, 17 ოქტომბერს კი ვერძის ნიშანში. ამ დროს შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. საბოლოოდ დაასრულოთ ურთიერთობა, ან საყვარელ ადამიანს დაქორწინებაზე დასთანხმდეთ.

მარტოხელა სასწორებისთვის 17-დან 20 აპრილამდე და 19-20 მაისს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდნენ.

ტყუპები

2024 წელს ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში შემოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები გელით. შესაძლოა, ეს წელი თქვენი ურთიერთობებისთვის ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდეს. დაქორწინებულ ტყუპებს შედარებით რთული პერიოდი 2024 წლის სექტემბერში ეწყებათ. 18 სექტემბერს სავსე მთვარე თქვენი სტატუსის სექტორში იქნება, რამაც შესაძლოა, პარტნიორთან საბოლოო დაშორების, განქორწინების გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ, თქვენი წყენებისა და უკმაყოფილების შესახებ ხმამაღლა თქვათ და ურთიერთობის თავისით დალაგებას არ დაელოდოთ.

ქალწული

2024 წლის 25 მარტიდან 8 აპრილამდე დაბნელების პერიოდი გაიძულებთ, რომ საკუთარ ცხოვრებასა და ურთიერთობებს გადახედოთ. შესაძლოა, შეხედულებები, ღირებულებები მნიშვნელოვნად შეგეცვალოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. 17-დან 20 აპრილამდე მომავლის კვანძი ახალი ეტაპის დაწყებასა და ბედნიერ თავგადასავლებს გპირდებათ.

შესაძლოა, იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც 2024 წელს შეხვდებით, ძალიან სწრაფად განვითარდეს და სრულიად დაუგეგმავად ქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. უფრო კონკრეტულად, 18 სექტემბერს სავსე მთვარე თქვენი პარტნიორული ურთიერთობის სექტორში იქნება, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგებთ.

თევზები

2024 წელს პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ახლა საბოლოოდ უნდა გადახედოთ იმ ურთიერთობას, რომელიც ერთ ეტაპზეა გაჩერებული – მას განახლება და გაცოცხლება სჭირდება. ან უარი უნდა თქვათ, ან კიდევ განვითარებაზე იფიქროთ. 19-20 მარტსა და 21 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ბედნიერ დღეებს გაჩუქებთ. აღნიშნულ პერიოდებში პლანეტა მერკური, რომელიც თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს მართავს, მომავლის კვანძთან შეერთდება.

დაქორწინებული თევზებისთვის 2024 წლის შემოდგომა შესაძლოა, ერთგვარი გამოცდა იყოს და დაშორებაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოთ.

მშვილდოსანი

2024 წელს პლანეტა იუპიტერი, რომელიც თქვენს ურთიერთობებს მართავს, ქორწინების სექტორში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს შესაძლოა, რადიკალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ და დაქორწინება გადაწყვიტოთ. შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით. ამ კუთხით, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი 2024 წლის 26 მაისიდან იწყება.

2024 წლის შემოდგომა კი შესაძლოა, თქვენთვისაც ერთგვარ გამოცდად გადაიქცეს. წარსულის კვანძი სტატუსის სექტორში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge