Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

November 11, 2023
გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გარდაიცვალა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი ამირან კახიძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აღიარებული არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თაობათა აღმზრდელის, ღირსების ორდენის და ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემიის მფლობელის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებლის, ემერიტუს-პროფესორ ამირან კახიძის გარდაცვალების გამო. ათწლეულების განმავლობაში პროფესორი ამირან კახიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას – სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიის სკოლა შექმნა, ახალი მეცნიერული მიმართულებები ჩამოაყალიბა და მკლევართა რამდენიმე თაობა აღზარდა.
ღვაწლმოსილი მეცნიერის კვლევის ძირითადი ობიექტი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი ძეგლი – ფიჭვნარის ნაქალაქარი და მასთან დაკავშირებული ვრცელი სამაროვნები. მიუხედავად იმისა, რომ მოღვაწეობის ხანგრძლივ გზაზე არაერთ ექსპედიციაში მონაწილეობდა, 65-წლიანი კვლევის ძირითადმა ობიექტმა, ფიჭვნარმა მეცნიერი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად აქცია. იგი არაერთგზის იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვოლოსში (საბერძნეთი), საარბრიუკენში, ბოხუმში, ვისბადენში (გერმანია), თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებული ასობით სტატია და ათობით მონოგრაფია, ეროვნული და საერთაშორისო ექსპედიციების ხელმძღვანელობა. აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილთან ერთად, ბატონმა ამირანმა, ჩვენს რეგიონში, შექმნა არქეოლოგიის სკოლა, მისი ხელმძ¬ღვა¬ნე¬ლობით აღი¬ზარდა მკლევართა თაობები.
ბატონი ამირანის ინიციატივითა და დიდი მონდომებით დაარსდა ბათუმში არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მოკლე ხანში იქცა მნიშვნელოვან კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერად. ამით იგი სამუდამოდ ჩაეწერა იმ გამორჩეულ, ცნობილ ქართველთა სიაში, რომელთა სახელებსაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასახვა ინსიტუციების დაარსება უკავშირდება.
პროფ. ამირან კახიძე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი პოზიციითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში (2004-2005 წ.წ.) უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელებმა და სტუდენტებმა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შესრულება, სწორედ, ბატონ ამირან კახიძეს თხოვეს. ბატონმა ამირანმა მოკლე დროში გამოიყვანა უნივერსიტეტი შექმნილი სიტუაციიდან და საზოგადოებას უნივერსიტეტის მიმართ ნდობა დაუბრუნა.
ღვაწლმოსილი მეცნიერის, მრავალი თაობის აღმზრდელისა და შესანიშნავი მოქალაქის, პროფესორ ამირან კახიძის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი უნივერსიტეტის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს საკითხი, სავარაუდოდ, უახლოეს 24 საათში გადაწყდება“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • „განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა 27-ე კილომეტრზე…“ – რა ვითარებაა თუშეთის გზაზე, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა?
  • „დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს“ – შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge