Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აქ არის წარმოდგენილი დაზიანების ძალიან მძიმე ფორმები. საგანგაში მდგომარეობაა“” – რესტავრატორების ანგარიში გელათის ტაძარზე

November 10, 2023
“აქ არის წარმოდგენილი დაზიანების ძალიან მძიმე ფორმები. საგანგაში მდგომარეობაა“” – რესტავრატორების ანგარიში გელათის ტაძარზე

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

განცხადება მედიასთან კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა გააკეთა.

„ვინაიდან გელათში ამჟამად კრიზისული სიტუაცია და საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობაა, როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ისე მისი ფიზიკური ისტორიის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ეს არეალები, ჩვენ საკონსერვაციო ჩარევის საშუალებებს არ გვაძლევს, ვინაიდან იქ დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარე, აქტიურია და დაზიანების წყარო აღმოფხვრილი არ არის, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები იმის მიხედვით, თუ რა არეალებში გვაქვს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა დგას, ასევე [ჩამოვაყალიბეთ]კედლის მხატვრობის რა ნაწილი არის სტაბილურ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე, რა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და რა ნაწილში ვერ ხდება საკონსერვაციო ჩარევა. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დაზიანებების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია.

ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, ვინაიდან უმეტესი მათგანი არის გამოსაწერი საზღვარგარეთიდან. ახლა საჭიროა, რომ დამატებითი კვლევები, მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდეს და შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯს, რითაც უშუალოდ განვახორციელებთ ჩარევებს კრიტიკულ არეალებში…

დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ. ამ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი არის მიმდინარე, ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ კვლევით, რომ სრულად შევისწავლოთ მდგომარეობა. ამ ნაწილში ვერ ხორციელდება საკონსერვაციო ჩარევა, მაგრამ დანარჩენ ნაწილებშიც,მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ტაძარია მოხატული, გამოვლინდა არეალები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას და სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მუშაობა 8 თვის წინ დავიწყეთ და ძალიან აქტიურ ფაზაში, მუშაობა თითქმის არ გაგვიწყვეტია, ეს არის კვლევითი ეტაპი, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებთ, ამიტომ, ვიდრე კონკრეტული შედეგები არ გვექნება, მანამდე ასე წინმსწრებად ნაბიჯების გადადგმა იქნება არასწორი და ძეგლისთვის დამაზიანებელი. რაც შეეხება გადახურვამდე განსახორციელებელ სამუშაოებს, სწორედ ამიტომ არსებობს კონსერვაციის დარგში ეს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდრე დასრულდება სრულმასშტაბიანი კვლევა და ვიდრე გადახურვა არ დასრულდება, მოხდეს იმ ადგილების ფიქსაცია, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რომელიც დაკარგვის რისკის ქვეშ არის…

უკანასკნელი ჩარევები, რომლებმაც მოიცვა დასავლეთის მკლავის ზედა რეგისტრები, სრულმასშტაბიანი კვლევა ადასტურებს და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, რომ ის არის შეუთავსებელი ძეგლის ფიზიკურ, ტექნიკურ მდგომარეობასთან, შეუთავსებელი მისი შესრულების ტექნიკასთან და ის არის დამაზიანებელი სამწუხაროდ. [იქ დატანილია] ახალი შეუთავსებელი მასალები, რომლებიც პროგრესირებს და იწვევს ახალ დაზიანებას…“, – განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს!“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
  • „მათი დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge