ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება, სადაც დეკანოზი ბავშვების შესახებ ამბობს, რომ მთავარია ისინი პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, სჯობია „პარაზიტი“ „პატარა მოკვდეს”.
ვახო სანაიას სტატუსს, რომელიც დეკანოზის შესახებ აქვს დაწერილი უცვლელად გთავაზობთ:
„ეს გამოსალოცია, საწყალი
—
დეკანოზი თადეოზ სარალიძე:
„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არ სპორტში ივარგე, მაშინ არ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“- წერს ვახო სანაია.