ხობის სოფელ ხამისკურში, დამირ ქირიას მიკროავტობუსი დაუწვეს. ოჯახმა ცეცხლი გვიან ღამით შენიშნა.
მათი ინფორმაციით, მანქანა გამართული იყო და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც, შეიძლება ცეცხლი გასჩენოდა.
ოჯახი მომხდარს ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. ბოლო პერიოდში ქალაქში რამდენიმე სადგური გაიხსნა, მათ შორის ერთ-ერთი “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურანტი ბიზნესმენის, მარლენ მეტონიძის სახელს უკავშირდება. სადგური სხვის სახელზეა გახსნილი.
მძღოლების ნაწილი ახალ სადგურში გადავიდა, ნაწილი ძველში დარჩა, რის გამოც 2-3 თვეა დაპირისპირებაა.
