გუშინწინ რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს, თამაზ გინტური კი მოკლეს.
გინტურის ძმამ, გივი გინტურმა ჟურნალისტებთან მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა.
„არ ვიყავი სოფელში, როგორც გადმომცეს, ჩემი ძმა ჩემი მშობლების საფლავზე ყოფილა, დაანთო სანთელი. იქიდან წამოსვლისას ლომისის ეკლესიაში ავიდა, სამჯერ შემოუარა, დაანთო სანთლები, რომ წამოვიდა მანქანით უკნიდან დაცხრილეს, ეს არის ჩემი ინფორმაცია. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი, რომ ჩამოიყვანეს უკვე დაღუპული იყო. 2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაოირი იყო და როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც“, – თქვა გივი გინტურმა.
“ლომისის ეკლესიაში დაახლოებით 2 წელია, რაც ვერ მივდივართ. როდესაც მიცვალებულებთან მივდივართ, მაშინ პოლიცია დგას ხოლმე. უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. თამაზ გინტურს და ლევან დოთიაშვილს სანთლები უნდა დაენთოთ ლომისის სალოცავში, მეტი არაფერი. ადრე ჩემი ორი შვილიც იყო დაკავებული, ერთ კვირაზე მეტხანს“, – განაცხადა მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის ახლობელმა.