გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვებს პასუხობს.
– განტვირთვისთვის დროის გამონახვას თუ ახერხებთ?
გიორგი ყიფშიძე: ექვსი თვის განმავლობაში არც ერთი დღე არ „მიგულავია“. რამდენიმე დღის წინ პირველად წავედი ბარში. ცოლის დედას ვთხოვე, რომ ბავშვები დაეტოვებინა – ერთი კვირა დღე მაჩუქეთ, წავალ ჩემთვის-მეთქი (იცინის). როგორც იქნა, გავედი გარეთ, „ვიგულავე“ და ვიყავი ბედნიერი. რაღაც განსხვავებული მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და განვიტვირთე.
– ენისთან შერიგების შანსი არის?
მგონი, 6 თვეა, რაც ერთად აღარ ვართ, არანაირი შერიგება, დამთავრებული ამბავია.
– როგორც ვიცით, ნატალია აქტიურადაა ჩართული პატარების გაზრდაში.
კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია. ინტერვიუ ვრცლად.