Wednesday, July 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები?

November 7, 2023
რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები?

კაციჭამია ზვიგენები ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა იმ საფრთხეებს შორის, რომელიც ადამიანს ზღვებში და ოკეანეებში ელოდება. მეცნიერების მიერ აღწერილი ზღვის მტაცებლის 520 სახეობიდან ამ ჯგუფს მხოლოდ 50 მიეკუთვნება და ისინი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში გვხვდება, შავი ზღვის გარდა. რატომ გაურბის ზვიგენები მსოფლიო ოკეანის ამ ნაწილს და საშუალებას გვაძლევს უსაფრთხო ცურვით ვისიამოვნოთ?

 

image

 

შავ ზღვაში გვხვდება ორი სახეობის ზვიგენი: ქიცვიანი ზვიგენი ან კატრანი და კატისებრი ზვიგენი. ისინი ადამიანებისთვის საშიში არაა, რადგან მოკრძალებული ზომები აქვთ და ჩვენ საკვებად არ განგვიხილავენ. კატრანი სიგრძეში 180 სმ–ს აღწევს და დაახლოებით 15 კგ–ს იწონის. ამ ზვიგენს აქვს წაგრძელებული პირი, რაღაცით ძაღლის მსგავსი. ამის გამო ზოგჯერ ზღვის ძაღლსაც უწოდებენ. კატისებრი ზვიგენი 1 მეტრამდე იზრდება და მით უფრო არ შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს.

 

image

საინტერესოა, მაგრამ ამ მტაცებლებს ძალიან უყვართ შავ ზღვასთან დაკავშირებული ხმელთაშუა ზღვა. იქ შეგიძლიათ იპოვოთ ზვიგენების 47 სახეობა და მათგან 20 ადამიანის ხორცის გასინჯვაზე უარს არ იტყვის. ხმელთაშუა ზღვის წყლებში წარმოდგენილია ყველაზე საშიში სახეობის სრული სპექტრი: მაკო, თეთრი, ვეფხვისებრი, თავჩაქუჩა, გრძელფრთიანი და ხარისებრი.

 

არაფერი უშლის ხელს ხმელთაშუა ზღვის ზვიგენებს ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შემოვიდეს, მაგრამ ასე არ იქცევიან. ეს ხდება რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, მათ აშინებთ წარმოუდგენლად ინტენსიური მოძრაობის სრუტე. ზვიგენი ძალიან მშიშარა თევზია და ამიტომ “ზღვის გამზირს” ასობით გემის ძრავის ხმაურით თავს არიდებს.

 

image

 

მეორე მიზეზია წყლის დაბალი ტემპერატურა. შავი ზღვა, რომელიც თბილი და ნაზი გვგონია, ზვიგენების უმეტესობისთვის ცივი და უსიამოვნოა. ადამიანის მტერს, თეთრ ზვიგენს, მინიმუმ +18 გრადუსიანი წყალი სჭირდება. თუ ტემპერატურა უფრო დაბალია, ეს თევზი ნაკლებად მოძრავი ხდება და შეიძლება მოკვდეს.

 

შეიძლება თუ არა შავი ზღვა ზვიგენების ზღვად გადაიქცეს?

 

მეცნიერები თვლიან, რომ გლობალური დათბობის გამო შავი ზღვა ზვიგენებისთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს. უკვე ახლა მის ბევრ რეგიონში წყალი ზაფხულში +20 გრადუსამდე თბება, სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში კი +25 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში მხოლოდ მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორის იმედი გვრჩება – წყლის ქიმიური შემადგენლობა.

 

image

 

ბევრი იქთიოლოგი დარწმუნებულია, რომ შავი ზღვა საკმარისად მარილიანი არაა დიდი ზვიგენებისთვის. მილიონობით წლის წინ ეს ზღვა მტკნარი წყლის ტბა იყო. როდესაც ბოსფორი გაჩნდა ტექტონიკური ფილების მოძრაობის გამო, მასში მარილიანი წყალი ხმელთაშუა ზღვიდან ჩაედინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი მტკნარი წყლით იყო გაზავებული და მთელი გეოლოგიური ეპოქების შემდეგაც კი მეზობელ ზღვებს შორის მარილის შემცველობის განსხვავება დიდია.

 

ამ ჰიპოთეზას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ახალგაზრდა თეთრი და ხარისებრი ზვიგენები უპრობლემოდ შედიან ავსტრალიის მტკნარ მდინარეებში. იქ საფრთხეს ადვილად ემალებიან და გამოკვებაც უმარტივდებათ. სწორედ ამიტომ, შავი ზღვა, რომელიც მდინარეზე უფრო მარილიანია, შესაძლოა ზოგიერთი ზვიგენის დასახლების ადგილად იქცეს.

 

image

 

გამოდის, ხმაურიანი ბოსფორის გარდა, ზვიგენებისთვის აშკარა დაბრკოლებები არ არსებობს? აღმოჩნდა, რომ არსებობს. შავი ზღვა ყველაზე მეტად გაჯერებულია გოგირდწყალბადით დედამიწაზე. 50 მეტრზე ქვემოთ იწყება უსიცოცხლო, მკვდარი უფსკრული, სადაც მხოლოდ პრიმიტიული ზღვის ბინადარი ცხოვრობს. დასახლებული წყლის სისქე საკმარისი არ არის გაუმაძღარი მტაცებლების გამოსაკვებად, რომელთა მთავარი საკვები არ არის სანაპიროს მოყვარულები და სერფერები, არამედ დიდი თევზები და ზღვის ძუძუმწოვრები.

 

ასე რომ, შავი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის არ უნდა გეშინოდეთ. იქთიოლოგების მიერ შავ ზღვაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანისთვის საშიში სახეობის არც ერთი გამოჩენა არ დაფიქსირებულა.

 

წყარო: intermedia.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოცნებას რეგვენებად მიაჩნია საკუთარი ამომრჩეველი”- თინა ხიდაშელი
  • “მმართველი პარტიის რეიტინგი 55%-საა გადაცილებული… ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვისაა განწირული”- კობახიძე
  • “არის მცდელობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში”- კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge