„ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ზოგიერთი “მედიასაშუალების” მხრიდან აბსურდულმა ბრალდებებმა და ცილისწამებამ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მან აუცილებლად მიიჩნია, რომ საზოგადოებისთვის მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.
“დისკრედიტაციის ამ უსახურ მცდელობებზე რეაგირებისთვის დროს არც დავკარგავდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ, ამ ე.წ. „მედიისგან“ განსხვავებით, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებლობად მივიჩნიე, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:
მე და ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში გვქონდა მსხვილი ბიზნესი და საკმაოდ მაღალი შემოსავალი. მოგვიანებით ეს ბიზნესი გავყიდეთ, საიდანაც მივიღეთ დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება. ბიზნესის გარდა, მე ასევე ვსაქმიანობდი არასაჯარო სექტორშიც, საიდანაც ხელფასის სახით მქონდა დამატებითი შემოსავალი და დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობაც. ეს არის 2005-2017 წლების პერიოდი, როდესაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მქონდა სოლიდური შემოსავალი კერძო ბიზნესიდან და ასევე არასაჯარო სექტორში საქმიანობიდან. კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტო ჩემი ქონების წარმომავლობა, აღვნიშნავ, რომ ჩემმა ოჯახმა გაყიდა 5 ბინა (ჯამურად 282 კვ.მ.) თბილისში და 2 ბინა (ჯამურად 64 კვ.მ.) ბათუმში, აგრეთვე აგარაკი წეროვანში (1200 კვ.მ.), რომლის სანაცვლოდ შევიძინეთ 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთში…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე
