საქპატენტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, ლალი ახალკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.
ლალი ახალკაცი საქპატენტში უწყების დაარსების დღიდან მუშაობდა. ის 30 წელზე მეტი ემსახურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დარგს – ინტელექტუალურ საკუთრებას. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ სფეროს პრიორიტეტული მიმართულებების – სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების საქმეში.
პიროვნული თვისებების, საქმისადმი ერთგული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამო, ქალბატონმა ლალიმ კოლეგების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ლალი ახალკაცის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის”
