თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაქსის მძღოლისა და მგზავრის საქმეს განიხილავენ. საქმე იმაშია, რომ მგზავრმა მძღოლს დანიშნულების ადგილზე მიყვანისას დალოდება სთხოვა. ლოდინიდან 10 წუთის შემდეგ ტაქსის მღოლმა ადგილი დატოვა. 3 დღის შემდეგ კი პოლიცია დაუკავშირდა.
როგორც აღმოჩნდა, მგზავრმა ტაქსისტს უჩივლა, რადგან ავტომობილში გაყინული პელმენი დარჩა და მძღოლისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.