იტალიური ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის, მე-17 ადგილი დაიკავა. ის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა.
ნიცამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე, მათ ხვიჩას თავმდაბლობაც არ დავიწყებიათ, რაც წითელი ხალიჩიდანაც თვალნათლივ ჩანდა.
გამოხმაურებების უმეტესობა იდენტურია, ყველა ნიცა თავაძის მშვენიერებას უსვამს ხაზს.
„მხოლოდ მე შევამჩნიე, რომ „ოქროს ბურთის“ დანარჩენ კანდიდატებზე ლამაზი შეყვარებული ჰყავს?!“; „ამ ბიჭს მშვენიერი ცოლი ჰყავს“; „მისი შეყვარებული ცეცხლია“; „ვაუ, მისი ცოლი ნამდვილად ლამაზია“; „ულამაზესი წყვილი, ეს გოგო ძალიან ლამაზია“; „მისი ცოლი ანათებს“…