ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7048 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8603 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.