სალომე ბაკურაძე კოლეგებთან ერთად სტუმრობდა „პრაიმშოუს“, რომელიც შოუბიზნესში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა.
სალომემ აღნიშნა, რომ მათი პროფესია არ არის მოლხენის სპეციალობა.
გთავაზობთ მომღერლის კომენტარს გადაცემიდან:
„მაყურებელი რომელიც გვიყურებს, შეიძლება ამბობს, კარგი რა, თქვენ რაღა გალაპარაკებთო. ეს არ არის მოლხენის სპეციალობა, ეს არის პროფესია, რომლითაც ვჭამთ და ვარჩენთ ოჯახს. მიდგას გვერდით მეუღლეც, ფსკერზე ვართ, მაგრამ რაღაცნაირად გაგვაქვს თავი თვის ბოლომდე, მაგრამ გვყავს კოლეგები და მათი სახელითაც ვსაუბრობთ. მათთვის ერთადერთი შემოსავალი იყო კლუბში ან რესტორანში სიმღერა. საკუთარ თავს მხოლოდ თვითონ ინახავდნენ და მეტსაც გეტყვით, ოჯახებსაც, და ისინი დარჩნენ შემოსავლის გარეშე. არ ვაძლევ ჩემს თავ სუფლებას, რომ რაღაც ტონით ვისაუბრო გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ვერ ვხედავ გამოსავალს. ძალიან მინდა, ჩემზე ბევრად ნიჭიერები დასხდნენ და გამოსავალზე იფიქრონ“.