შეიარაღებული თავადსხმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, კომენდანტის საათის დროს ჯართის ჩამაბარებელ პუნტქში 10-მდე პირი შეიჭრა და პეროსნალს ფიზიკურად გაუსოწრდა.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავმდამსხელებმა იქ მყოფებს წაართვეს ფული, შემდეგ ნაცემი თანაშრომლები გამოკეტეს ოთახში და საყარაულო ოთახს ცეცხლი წაუკიდეს.
ორივე დაზარალებული ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ადგილობრივების თქმით, დაზარალებულები ჯიხურიდან დილით, ხმაურის შემდეგ იპოვეს.
“დილით ვნახეთ, რომ ჯიხური გადამწვარი იყო, ამ ადგილზე დაზარალებულები ღამეს ათენებდნენ, როგორც ყვებიან მათ ათამდე ადამიანი გაუსწორდათ. წაართვეს თანხა, შემდეგ მიმდებარედ სხვა ჯიხურში ჩაკეტეს და მათი საცხოვრებელ ჯიცხურს ცეცხლი წაუკიდეს, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თავდამსხმელებს შორის გოგოც იყო”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.