ბერა ივანიშვილი მოსიყვარულე მამაა და ამის ამსახველ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მომღერალს და მოდელ ნანუკა გუდავაძეს ერთი წლის პატარა – ბერუკა ივანიშვილი დაახლოებით ერთი წლის წინ შეეძინათ.
საზოგადოება ბავშვის ყოველდღიურ კადრებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და თბილ კომენტარებსაც არ იშურებს. “რა საყვარელია”, “საოცრებაა ეს გოჭი”, “სიცოცხლეა”, – უწერენ კომენტარებს ბერას გამომწერები.