CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანში გარდაიცვალა 16 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ მორალის პოლიციასთან უთანხმოების შემდეგ კომაში იმყოფებოდა.
არმიტა გერავანდი 1 ოქტომბერს, თეირანის მეტროში ცუდად გახდა.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა მოზარდი ჰიჯაბის გამოუყენებლობის გამო ბაქანზე დააკავეს და თავის დაფარვა მოსთხოვეს. როდესაც გოგომ უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შემდეგაც ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
