მზიკა ხუსკივაძეა 25 იანვარს 35 წლის იუბილე უნდა აღენიშნა… 2 დღის წინ სამსახურიდან შინ მიმავალს ავჭალის დასახლებაში ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მას 2 შვილი 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა დარჩა.
„ძალიან პატარა ასაკში შექმნა ოჯახი. 16 წლის იყო რომ გათხოვდა. დაუზარელი, მხიარული და შრომის მოყვარე გოგონა იყო. არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს. მთელი ცხოვრება მუშაობდა და შვილებს არაფერს აკლებდა. ბოლო 5 წელია გლდანში მუშაობდა ძიძად. იმ დღესაც სამსახურიდან მოდიოდა. უკვე საღამოს საათები იყო და სახლში მისვლას ჩქარობდა. სწორედ ამ დროს დაეჯახა ავტომობილი. ადგილზე გარდაცვლილა…
საშინელება ტრიალებს ჩვენს ოჯახში. არ ვიცით მის გარეშე როგორ გაგრძელდება ცხოვრება…
მისი შვილები ახლა ობლობაში გაიზრდებიან. თავადაც პატარა იყო როცა მამა გარდაეცვალა და დედამ მზიკა და მისი და გაჭირვებით გაზარდა…“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.