, ის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი არაა და მისი პოლიტიკაში მოსვლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლის აუცილებლობით იყო განპირობებული.
“ჩემთვის მდგომარეობა, რომ მშვიდად წავიდე სახლში არის ის, თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ, რომ, როგორც კი მე დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, რომ მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო… მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად გადავწყვიტე, დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა, სულ პატარა პარტიას, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ…”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.