ანრი ჯოხაძე არაა ტიპური „ქართველი ვაჟკაცი“ ნიჭიერი მომღერალი. მან გამორჩეულ ხმის ტემბრს, დიდი მონდომება, შრომა თანაუწყო და სკანდალებით გააზავა.
კარიერული აღმასვლის პერიოდისგან განსხვავებით, ბოლო წლებში ის აღარც შიშველი გვინახავს და აღარც ტაბლოიდებზე გამოჩენილა, რამაც შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ანრის ეპატაჟურობა იმიჯის შექმნას ემსახურებოდა.
მაშ ასე, ანრი ჯოხაძის სკანდალები სტატიაში!
კლიპი „მომატყუე“2007 წლამდე ანრის სახელი არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერით ყირაზე გადადიოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გააკეთა… სანამ ნავში შიშველი არ ჩაწვა და კადრებს ფონად თავისი ხმა არ დაადო. რთული მისახვედრი აღარ უნდა იყოს, რამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება – სიშიშვლემ თუ ხმამ, მაგრამ ფაქტია, ამის შემდეგ ანრის ნიჭი ყველამ დააფასა (და დაინახა). ჯოხაძემ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი „მომატყუეთი“ „შემოგვატყუა“….
ანრი ჯოხაძე ძილშიც სკანდალურია.
ერთხელ გადაცემაში „პროფილი“ განაცხადა, რომ სიზმარში სექსი ჰქონია არაერთ ცნობილ ქალთან, მაგ: ალა პუგაჩოვასთან, მადონასა და… არც მეტი, არც ნაკლები… ნინი ბადურაშვილთან.
„ყველას ჰქონია ალბათ სექსუალური სიზმრები. ე.წ „სიზმრად დაცემა” და ყველა ეს სიზმარი მახსოვს, იმიტომ რომ ისეთ ადამიანებთან მქონია სექსი, რომ წარმოუდგენელია ამის დავიწყება.
სამს გეტყვი, რაც კარგად მახსოვს, ეს იყო: ალა პუგაჩოვა, მადონა და ბოლოს ნინი ბადურაშვილი” ,- ამბობდა ანრი ჯოხაძემ.