„მთავარის“ გენერლაური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„ქართველი აგრესიული ტრამპისტებისგან გავწმინდე ფრენდლისტი, რომლებიც მწყევლიდნენ ტრამპზე ჩემი ტექსტების გამო და ჩემს არხზე ათასგვარ სიბინძურეს წერდნენ. „ქოცებზე“ მეტად, თურმე, ეგენი მწყევლიდნენ, და „ქოცებზე“ მეტად, თურმე, ეგენი ვერ იტანდნენ „მთავარ არხს.“ აგრესიულ ტრემპისტობაზე, თან ახლა, უფრო დებილობა წარმოუდგენელი მგონია. მოკლედ, დებილები მოვიშორე და ფრენდლისტში ადგილებიც გამიჩნდა.“