Monday, August 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

October 23, 2023
ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია, ას­ტრო­ლო­გი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­ურ აგე­ბუ­ლე­ბას შო­რის კავ­ში­რი. ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ­გა­ნოს გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ზეც ავ­ლენს გავ­ლე­ნას. გარ­და ამი­სა, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას თა­მა­შობს პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში ე.წ და­ზი­ა­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს ამა თუ იმ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე, იმ კუ­თხით, რო­მელ­საც ეს პლა­ნე­ტა მარ­თავს. გან­ვი­ხი­ლოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით:

მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი:

კურო

კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი და ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არც ისი­ნი არი­ან და­ზღვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, რომ­ლი­თაც პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნა ყვე­ლა ადა­მი­ანს აჯილ­დო­ებს ამ სამ­ყა­რო­ში. კუ­როს მთა­ვა­რი სი­სუს­ტე ყელი და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის პრობ­ლე­მაა. ზედ­მე­ტი წონა კი თა­ვის მხრივ, კუ­როს გურ­მა­ნულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. აი, რაც შე­ე­ხე­ბა ყელს და სახ­მო იო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჯან­მრთე­ლო­ბის თე­მას, ამ მხრივ უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა კუ­როს გა­აჩ­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ან­გი­ნის, ლა­რინ­გი­ტის, ფა­რინ­გი­ტის და მსგავ­სი ტი­პის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი კურო ხში­რად ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი სახ­მო იო­გე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მი­თაც იტან­ჯე­ბა. ყვე­ლა­ფერ ზე­მოთ­ქმულ­თან ერ­თად, კუ­როს­თვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­კი­თხიც ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი თე­მაა, რად­გან თან­და­ყო­ლი­ლი სი­ზან­დი­ტან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაც ისე­ვე უჭირთ, რო­გორც ერთხელ შეჩ­ვე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან გან­შო­რე­ბა.

ქალ­წუ­ლი

~
ზო­დი­ა­ქოს ე.წ. ჯან­მრთე­ლო­ბის სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი ქალ­წუ­ლი, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ მა­ნი­ა­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ქალ­წუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მკაცრ კონ­ტროლ­ზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა, კვე­ბის რე­ჟი­მი, დას­ვე­ნე­ბის და მუ­შა­ო­ბის სა­ა­თე­ბი. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ერ­მა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ­მა ქალ­წულ­მა, ზე­პი­რად იცის ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის ანო­ტა­ცია, შე­მად­გენ­ლო­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ქალ­წუ­ლი, რო­მელ­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ან ქრო­ნი­კულ სტა­დი­ა­ში გა­და­სუ­ლი სენი გა­აჩ­ნია, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა ბუ­ნე­ბა­ში. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც აწუ­ხებთ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი – კერ­ძოდ კი კუჭ-ნაწ­ლა­ვის და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ქალ­წუ­ლის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

თხის რქა

თხის რქა ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი “დამ­სჯე­ლი” პლა­ნე­ტის – სა­ტურ­ნის მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, სიმ­ბო­ლუ­რად სწო­რედ სა­ტურ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ად­გე­ნენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბას და მისი გან­ვი­თა­რე­ბის გზებს. თუმ­ცა სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა ზო­გა­დად თხის რქებ­ზე, ყო­ველ­თვის როდი ვლინ­დე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით. თხის რქე­ბის სი­სუს­ტე კბი­ლე­ბი, კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა სა­ხის ეგ­ზე­მუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, პა­რა­დონ­ტო­ზი ან რა­დი­კუ­ლი­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ბევრ თხის რქა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­ტურ­ნის რა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იკა­ჟებს, ამი­ტომ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში მო­წუ­წუ­ნე და ავად­მყო­ფი თხის რქა, შე­საძ­ლე­ბე­ლია უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჯან­საღ ადა­მი­ა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნოს, ყვე­ლა­ფე­რი მის ხა­სი­ათ­ში სა­ტურ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამას­თან, დარდს და პე­სი­მიზმს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მოს­დევს, ოპ­ტი­მის­ტურ მიდ­გო­მას კი წლო­ბის მან­ძილ­ზე გა­კა­ჟე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი ხმაურიანი ბრძანება გასცა – დეტალები
  • 6 საკვაები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს? – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
  • როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge