ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი არხის” ვებგვერდს კლინიკაში გვიდასტურებენ. ამბობენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დამწვრობები ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კლინიკაში ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი რჩება.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაზიანებულია კორპუსის 3 სართული.