Monday, March 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვინ არიან პალესტინელები?“ – რას წერს ზურაბ ბატიაშვილი

October 23, 2023
„ვინ არიან პალესტინელები?“ – რას წერს ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში, პალესტინისა და პალესტინელების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ვინ არიან პალესტინელები?

ცნება “პალესტინელი” დღევანდელი გაგებით ძალიან ახალია და თავიდან (XX საუკუნის დასაწყისიდან ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე) საერთოდაც ებრაელებს აღნიშნავდა. ასევე Free Paletsine! ამერიკაში მცხოვრები სიონისტების ლოზუნგი იყო (პირველად გაისმა 1930-იან წლებში ებრაულ პიესა “დროშის დაბადებაში”), სანამ გადაწყდებოდა, რომ ებრაელთა მიერ დაარსებულ სახელმწიფოს ისრაელი დაერქმეოდა.
ცნება “პალესტინელის” გამოყენება პალესტინაში მცხოვრები არაბულენოვანი მაცხოვრებლების აღსანიშნავად 1950-1960-იან წლებში დაიწყეს და როგორც დასავლეთში გაქცეული რუმინეთის დაზვერვის გენერალი იონ მიხაი პაჩეპა წერდა, ეს საბჭოთა გამოგონება იყო, რომელიც პროპაგანდისთვის სჭირდებოდათ (იორდანისა და ეგვიპტეს ვერ ექნებოდა პრეტენზია პალესტინაზე, ადგილობრივების “გაპალესტინელების” შემდეგ კი ჩნდებოდა “დასაბუთებული” პრეტენზიები ისრაელის მიმართ).
ადგილობრივების “გაპალისტინების” პოლიტიკას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა უპირველეს ყოვლისა არაბულ სამყაროში. მაგალითად სირიის პრეზიდენტი ჰაფეზ ალ-ასადი (ბაშარ ალ-ასადის მამა) 1956 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ამბობდა: “ყველამ იცის, რომ პალესტინა სხვა არაფერია, თუ არა სირიის სამხრეთი ნაწილი.”
რეალურად, იდენტობის საკითხი ყოველთვის კომპლექსური იყო ახლო აღმოსავლეთში. XX საუკუნემდე ადგილობრივების არაბული იდენტობაც საკმაოდ ბუნდოვანი იყო, რომელიც იმით შემოიფარგლებოდა, არაბული ენის დიალექტზე საუბრობდნენ და უმრავლესობა სუნიტურ ისლამს აღიარებდა. ოსმალეთი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფლობდა ამ მიწებს, მოსახლეობის აღწერების ჩატარებისას, აღნიშნავდა საკუთარი მოსახლეობის სარწმუნოებას და არა ეთნიკურობას.
გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მათი ერთი ნაწილი, ვისაც დღეს პალესტინელებს უწოდებენ, ადგილობრივი მოსახლეობის (ვინ იყვნენ ეს ადგილობრივები, ამაზე კამათი და დებატები დღემდე გრძელდება) შთამომავლები არიან, რომელთა ისლამიზაცია და არაბიზაცია VII საუკუნეში მოხდა, მეორე ნაწილი კი – აქ მოსული არაბების შთამომოვალები არიან (მსგავსი სიტუაციაა ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილშიც – სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ლიბიაში და ა.შ.).
მაგრამ ყველა ადგილობრივის ისლამიზაცია არ მომხდარა. მცირე ნაწილი ქრისტიანობაზე და იუდაიზმზე დარჩა, მაგრამ მოხდა არაბიზაცია (ენობრივი ასიმილაცია). არაბულენოვანი ქრისტიანები დღემდე ცხოვრობენ პალესტინაში (ისინი პალესტინელების დაახლოებით 6%-ს შეადგენენ).
იგივე გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ ებრაელსა და არაბს საერთო წარმომავლობა აქვთ და ესეც ბუნებრივია – ორივე სემიტები არიან.
ამგვარად, პალესტინელები უფრო პოლიტიკური ტერმინია და გამოიყენება იმ ხალხის აღსანიშნავად, რომელთა წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადებამდე და რომელბიც დღეს საუბრობენ არაბული ენის სირიულ-პალესტინურ დიალექტზე, მაგრამ ყველა მათგანი არაბული წარმომავლობის არაა“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეხვედრას მართავს – გავრცელებული ინფორმაციით, პარტიები ხელს მოაწერენ „სტრატეგიული შეთანხმების“ დოკუმენტს
  • ლიბანში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
  • მარნეულში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge