facebook-გვერდი „ასოციაცია ქართველები საფრანგეთში“ სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
პოსტი ეხება 83 წლის ფრანგულის მასწავლებელს, რომელმაც ოცნება აიხდინა – ის პარიზში მოგზაურობს.
„ #ოცნებებიხდება
83 წლის ეთერი მასწავლებლის მოგზაურობა პარიზში გრძელდება ❤
45 წელი სამცხე-ჯავახეთში თაობებს ზრდიდა, ფრანგულს ასწავლიდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 83 წლის ასაკში შეძლებდა ოცნების ასრულებას და რეალში ნახავდა, იმას რასაც მხოლოდ წარმოსახვით თუ ეკრანებიდან ეტრფოდა.
გაცისკროვნებული სახით შეჰყურებდა თითოეულ ნაგებობას პარიზში, თითოეულ ხეს თუ სკვერს, მოვლილს და გაკრეჭილს…
ვერსალის სასახლემ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, შუშების სასახლეში ფრანგული სიმღერაც კი წაგვიღიღინა …
სენას ყურებისას თვალწინ ალბათ თავისი ახალგაზრდობის წლები ეხატებოდა, რადგან დავბერდიო, შემოგვჩივლა🥹… მის თვალებში სევდა და პარიზის სიდიადით აღფრთოვანება ერთდროულად გამოსჭვიოდა..
ოცნებები ხდება! არავინ იცის, როდის, ან ვისი წყალობით, მაგრამ ოცნებები ნამდვილად ხდება!
დიდი მადლობა საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ბატონ Gotcha Javakhishvili ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის, 83 წლის ასაკში, საფრანგეთზე შეყვარებული მასწავლებლის ოცნების ასრულებისთვის!
დიდი მადლობა ასოციაციის ყველა წევრს თუ მეგობარს ამ ქალბატონის პარიზში მოგზაურობაში მონაწილეობისთვის, მისთვის სიხარულის მინიჭებისთვის.
ჩვენთვისაც ისეთი მშობლიური იყო მასთან შეხვედრა, თითქოს ჩვენ ბებიას ვეხუტებოდით, ვეფერებოდით 🥹…
ასოციაციის სახელით ყველას დიდი მადლობა!!!
მხოლოდ ერთობით შესაძლებელია სასწაულების მოხდენა.
Elisabed Nagebashvili
Shota France
Nona Gorozia
Maiko Tsikubadze
Théo Urchukhishvili
Natia Iasashvili
Natia Iremashvili
ქეთევან ჯინჭარაძე
Shorena Kharazishvili
Salome Sadzaglishvili
Zaza Putkaradze
პ.ს. ყველას ვერ ვნიშნავთ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ კომენტარებში მაინც შევძლებთ მათ დამატებას.
ყველა ოცნება აგსრულებოდეთ!
ასოციაცია ქართველები საფრანგეთში/Géorgiens en France“, – აღნიშნულია პოსტში.