„ჰამასის“ სამხედრო ფრთა ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ჰამასის” მიერ ამერიკელი მძევლების გათავისუფლებას ასახავს.
კადრებში ჩანან “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც მძევლებს გათავისუფლებაში ეხმარებიან.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ორი ამერიკელი ტყვე გუშინ გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად CNN-მა დიპლომატიურ და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
უცხოური წყაროების ცნობით, გათავისუფლებულები არიან დედა-შვილი – 59 წლის ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი.
ისინი ილინოისის შტატის მაცხოვრებლები არიან. გოგონა აშშ-სთან ერთად ისრაელის მოქალაქეც არის.
მათი გათავისუფლება “ჰუმანიტარულ საფუძველზე” მოხდა, ვინაიდან დედა ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.