ტელეგრამ-არხ Mash-ის ცნობით, თბილისში რუს მომღერალს, დანია მილოხინს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, ყველაფერი მადონა მურთან ინტერვიუს შემდეგ მოხდა. სიუჟეტები მონატრებაზე და სხვა რაღაცეებზე შეუფერხებლად მიდიოდა. ნელ-ნელა სეირნობით 21 წლის ტიკ-ტოკ-ერი ნინოშვილის ქუჩაზე Groovy Roasters-ში შევიდა, ყავა აიღო და ისევ გარეთ გამოვიდა.
ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, ერთ-ერთი სახლის ოდნავ გაღებულ ფანჯარაში შეეხედა.
ბინაში მცხოვრებმა თვალი მოჰკრა მას და მაშინვე გადმოუხტა მილოხინს.
„მან დამიწყო ცემა, მთხოვდა ქვეყნიდან წასვლას სრულიად უცენზუროდ და გაიხსენა 2008 წელი. ამბობენ, რუსები მაშინაც ასე შემოგვესივნენო“.