სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცს ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. გარდაცვლილი კობა მეფარიშვილია. მას ათზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეფარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.