Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ გრცხვენიათ… მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი” – მეუფე ნიკოლოზი

January 19, 2021
“არ გრცხვენიათ… მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი” – მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფით ნივ­თებ­ზე ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი სირ­ცხვი­ლია. რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლი კი არ დაძ­ველ­და, მა­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

“არ გრცხვე­ნი­ათ, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს. რა სა­კი­თხი დად­გა? მარ­ტო მან­ქა­ნა კი არ არის გაც­ვე­თი­ლი, მეც იმ­დე­ნი მკურ­ნა­ლო­ბა მჭირ­დე­ბა უკვე, დავ­ბერ­დი. ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლია ყო­ფით ნივ­თებ­ზე ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი. მე არას­დროს და­მი­წყია ეს ლა­პა­რა­კი. მან­ქა­ნა­ზე რომ მო­გიყ­ვე­ბით, მერე კი­დევ რას მკი­თხავთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი­დან?“ – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დოს და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა “რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მან­ქა­ნა გაც­ვე­თი­ლია და გა­და­ად­გი­ლე­ბა ახალ­ქა­ლა­ქი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით უჭირს.

“რა არის, იცით? მე თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვი­ტყვი უარს ამა­ზე. კი არ ვარ მა­ინ­ცდა­მა­ინც თავ­მდა­ბა­ლი, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, 2006 წლის მან­ქა­ნაა ჩემი და ისე­თი გაც­ვე­თი­ლია იმი­ტომ, რომ ისეთ ად­გილ­ზე ვცხოვ­რობ, ისეთ ად­გი­ლებ­ზე ვცვი­თავ ამ მან­ქა­ნას, ისე­თი დატ­ვირ­თვაა…უბ­რა­ლოდ, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ მა­ინ­ცდა­მა­ინც, გე­ტყვით, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩა­მო­ვი­დი­ვარ ახალ­ქა­ლა­ქი­დან თბი­ლის­ში იმ დან­გრე­ულ გზებ­ზე, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რათა პატ­რი­არ­ქთან ერ­თად ვიყო წირ­ვა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, რო­გორც მე­უ­ფე აცხა­დებს, ის აჩუ­ქეს და ამ მოკ­ლე დრო­ში ტე­ლე­ფო­ნით რამ­დე­ნი­მე ფილ­მი უკვე გა­და­ი­ღო.

“ეს არის “აი­ფონ 12 პრო“, რა ვქნა ახლა ეს ტე­ლე­ფო­ნი გავ­ყი­დო და გლა­ხა­კებს და­ვუ­რი­გო? ამა­ზეა ლა­პა­რა­კი? ასეთ­მა კი­თხვამ გა­იჟ­ღე­რა პირ­ვე­ლად რო­დე­საც იე­სოს ძვირ­ფა­სი ნელ­სა­ცხებ­ლით და­ბა­ნეს ფე­ხე­ბი. ეს სა­ხა­რე­ბა­შია აღ­წე­რი­ლი. რა­ტომ არ გა­ი­ყი­და ეს და რა­ტომ არ და­უ­რიგ­და გლა­ხა­კებ­სო, მაგ­რამ ით­ქვა, რომ გლა­ხა­კე­ბის დარ­დი კი არ ჰქონ­დაო, ეს ფული იუ­დას ება­რა და ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე იყოო. მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბი ყვე­ლას, რაც შე­მიძ­ლია. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც იტყვის დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე და არ და­მეხ­მა­რაო. რაც შე­მიძ­ლია ვა­კე­თებ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ტე­ლე­ფონს, თით­ქოს პი­რო­ბა გა­მო­მი­ვი­და და რამ­დე­ნი­მე ფილ­მი გა­და­ვი­ღე ამ ტე­ლე­ფო­ნით მა­ღა­ლი ხა­რის­ხით. ამას საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც ამ­ბო­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით“ – ვისზე საუბრობს დონალდ ტრამპი?
  • თბილისში, 4 800 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge