2022 წელს მსოფლიოს მდინარეების მესამედზე მეტი შეთხელდა და ტიბეტი, ალპები და ანდები კვლავ აგრძელებდნენ მყინვარების კარგვას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ.
ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ გლობალურმა დათბობამ, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა, პლანეტაზე ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა გამოიწვია. შარშან მსოფლიოს მდინარეების ნახევარზე მეტმა გადაუხვია ნორმას: 34% უფრო შეთხელდა, 21% უფრო შეივსო. WMO აღნიშნავს, რომ მონაცემები 2021 წლიდან არ შეცვლილა.
წყლის დიდი რეზერვუარების 60%-ზე მეტს ჰქონდა დაბალი ან ნორმალური წყლის შედინება, რაც წყლის მიწოდებაში პრობლემას ქმნის მზარდი მოსახლეობის და კლიმატის ცვლილების პირობებში.
„მესამე პოლუსმა“ – ტიბეტის, ჰიმალაის, პამირისა და ტიან-შანის აზიურმა მთის მასივებმა – 2000 წლიდან მყინვარების 4%-ზე მეტი დაკარგეს. მათი თოვლის საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა და გაიზარდა მყინვარული ტბების მოცულობა. „მესამე პოლუსი“ მტკნარი წყლით ამარაგებს თითქმის ორ მილიარდ ადამიანს. განაგრძეთ კითხვა
