„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უკვე დამოუკიდებელსა და ზრდასრულს არავის რჩევა არ სჭირდება.
მაგრამ ეს ასე არ არის, უფროსი და გამოცდილი ადამიანის, მით უმეტეს, მშობლის რჩევა, ყველას სჭირდება. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით მაინც არ გინდათ მშობლებს ჰკითხოთ რაიმე თქვენს ცხოვრებასთან და კარიერასთან დაკავშირებით, ამ სტატიის შემდეგ შეიძლება სხვანაირად იფიქროთ.
გთავაზობთ მშობლების 5 უკვდავ რჩევას, რომლებიც ყველა ასაკში გამოგადგებათ:
შეხედეთ შეცდომებს, როგორც შესაძლებლობებს
„არ გამოვიდა? არა უშავს, შემდეგ ჯერზე გამოვა.” დაიმახსოვრე, როგორ გეუბნებოდნენ მშობლები ბავშვობაში, და ისინი საოცრად მართლები იყვნენ. შეცდომებს ყველაზე ხშირად მარცხად აღვიქვამთ. ისინი უსიამოვნო და ხშირად დამამცირებელია. თუმცა გამოცდილმა ადამიანებმა იციან, რომ სირთულეების დაძლევა ყველაზე ეფექტური გზაა რაიმეს მისაღწევად. არ გამოვიდა? დაივიწყე წყენა, ადექი, მოიწმინდე ცრემლები და წადი, რათა ახალი მწვერვალები დაიყრო.
იყავით გულწრფელები
გულწრფელობა და პირდაპირობა არა მხოლოდ პიროვნულ, საქმიან ურთიერთობებშიც ფასდება. არ უნდა მოიტყუოთ, რომ რამდენიმე ენა იცით, რომ ექსპერტი ხართ, რომ თვალის დახამხამებაში შეგიძლიათ რთული ამოცანების გადაჭრა. ადრე თუ გვიან ტყუილი გაირკვევა და მერე სირცხვილის მომენტი დადგება. დაიმახსოვრე: არ უნდა მოატყუო არც დამსაქმებელი და არც საყვარელი ადამიანი.
სისუფთავე ჯანმრთელობის (და წარმატების) გასაღებია
დამიჯერე, ტყუილად არ გასწავლეს დილით საწოლის გასწორება და ჭურჭლის გარეცხვა. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს სახლს, არამედ დისციპლინასაც გაჩვევთ. საკუთარი თავის მოწესრიგების ჩვევა დესკტოპის მოწესრიგებასაც მიგაჩვევთ, საჭირო დოკუმენტებსაც აკურატულად შეინახავთ საქაღალდეებში და მნიშვნელოვანი დედლაინებიც არ დაგავიწყდებათ საყოველთაო არეულობაში. დისციპლინა სასარგებლო რამ არის.
იმუშავე, იმისთვის, რომ იცხოვრო და ნუ იცხოვრებ იმისთვის, რომ იმუშავო
ეს წესი მოძველებულია და როგორც იტყვიან, “ნაფტალინის სუნი სუნი ასდის”. თანამედროვე ადამიანმა არ იცის დასვენების დრო. ჩვენ ყოველთვის გადარბენაზე ვმუშაობთ, დღეს და ღამეს ვასწორებთ, შაბათ-კვირა კი, ჩვენი აზრით, სახლიდან მუშაობისთვის არის შექმნილი. დაიმახსოვრეთ: რაც უფრო მეტს შრომობთ, მით უარესად ასრულებთ სამუშაოს. ადამიანი არ არის რობოტი, მას დრო სჭირდება დასვენებისთვის.
გამძლეობა, შეუპოვრობა და უფრო მეტი მეტი შეუპოვრობა
“არასოდეს დანებდე” – კარგი სლოგანია, რომ იცხოვრო. როდესაც მშობლებმა პირველად გითხრეს, რომ არ უნდა დანებდეთ და ყოველთვის წინ წახვიდეთ, მათ ამით წარმატებული ადამიანის უდიდესი საიდუმლო გაგიმხილეს. არაფერი კარგი არ მოდის იოლად და უფასოდ, ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო. დაიმახსოვრეთ ეს შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენს პროექტს კვლავ დაიწუნებენ. ერთი უფროსი თუ უარს იტყვის, მეორე დათანხმდება და თქვენი ოცნებებიც ახდება“.
წყარო: mshoblebi.ge