ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ქუჩაში ხალხი უფრო ბედნიერი და გაღიმებული დადის, თქვენც ამჩნევთ ხო ? ცოტა ხნის წინ მარკეტში შევედი და მოლარემ მითხრა, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ეს ჩემგანო – ჩუპა-ჩუპსი გამომიწოდა. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი კიდე თან ბენზინს მისხამდა და თან თბილისოს ღიღინებდა. ბოლოს მითხრა, ალბათ, ჩვენი ბარათი არ დაგჭირდებათ, ისე გაიაფდა ბენზინიო. აფთიაქში მითხრეს, დღეიდან იმ მედიკამენტს, რომელსაც მუდმივად იყენებთ, 250%-იანი ფასნამატით აღარ მოგასაღებთ და 120 ლარის ნაცვლად, 17 ლარად იყიდითო.
მოკლედ, მართლა სხვანაირ ქვეყანაში გავიღვიძე მას შემდეგ, რაც მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და პირატული საიტები დაბლოკა ❤ თურმე რა გვიშლიდა ხელს“, – წერს ის.