“ვარდების ხელისუფლების” ყველასთვის ცნობილი წინასაარჩევნო პროექტი, “ღიმილიანი საქართველო” 2012 წელს დაიწყო. პროექტის თანახმად, 50 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება უნდა გაეწიათ. იმავე წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პროექტი შეწყდა.
მოსახლეობის ნაწილმა მოასწრო პროთეზების უფასოდ ჩასმა. ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა, ვინაიდან, ამ პროექტის ფარგლებში, პროთეზების მორგებამდე მათ კბილები ამოუღეს, არჩევნებში “ქართული ოცნების”გამარჯვების შემდეგ კი, პროექტი გაჩერდა, რის გამოც, ისინი კბილებისა და პროთეზების გარეშე დარჩნენ. განაგრძეთ კითხვა
