გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებთ ინფორმაციას ავრცელებს:
“18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ხოლო აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმა. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
❗️მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”