2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც, ხეობის მკვიდრი, 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, სასიკვდილოდ დაიჭრა.
ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში
გადაცემაში „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ თემირლანის მშობლებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა შვილის შესახებ ისაუბრეს.
„მე მენატრება სიკვდილი, იმიტომ, რომ ის ჩემი სული იყო, სული წაიღეს.. ჩემს გულში ფიციც დავდე, დავპირდი თემირლანს, რომ „მოვალ შენთან, მაგრამ არა ხელცარიელი“. არ მინდა მანამდე მოვკვდე.. როცა ხელთ მექნება რაც არის საჭირო, ერთი წუთით არ გავჩერდები, სიმართლეს, სამართლიანობას ვგულისხმობ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილზე საუბრისას, დედამისმა, მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა.
„თემირლანს ბავშვობიდან სიყმაწვილეში გადასვლაც არ დააცადეს. დააკავშირეს ტერორისტებთან. იმქვეყნად ისე წავიდა, რა დააბრალეს, რაში ადანაშაულებდნენ ვერც გაიგო. უჩემოდ ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული. თემირლანის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია… მე და თემირლანს თავიდანვე ისეთი ურთიერთობა გვქონდა.. ან ის როგორ ძლებს იქ, ან მე როგორ ვძლებ აქ”, – თქვა მედიკო მარგოშვილმა.