ბოლო დროს მისი ფეისბუქ-ლექციები ათასობით ინტერნეტმომხმარებლის ყურადღებას იპყრობს და მის ახალ ვიდეოს ყოველ დღე დიდი ინტერესით ელოდებიან. მის ვიდეოებს ასიათასობით, ზოგიერთს კი მილიონამდე ნახვა, ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს, ახალგაზრდა ექიმი უცნობ ადამიანებს რჩევებს აძლევს, დისტანციურად მკურნალობს და პანდემიის პერიოდში ემოციების მართვას ასწავლის.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის რეზიდენტი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს იმუნოლოგიაში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიასა და ფარმაკოლოგიას ასწავლის სტუდენტებს, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – ბიოქიმიას.
კოვიდპანდემიის დროს ეს ყველაფერი დროებით შეაჩერა და პაციენტებზე გადაერთო სრულად. იმისთვის რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმი ახლოს გაგაცნოთ, AMBEBI.GE-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:
– გიორგი, ამდენ საქმეს ერთად როგორ ასწრებთ, არ გიჭირთ?
– ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ასევე ვარ მოსამზადებელი ცენტრის დამფუძნებელი და პედაგოგი, ვამზადებ სტუდენტებს და ექიმებს ამერიკის სალიცენზიო გამოცდებისთვის, ამასთან, ჩვენს მომავალ რეზიდენტებს შესაბამისი გამოცდებისთვის.

– მედიცინა რატომ აირჩიეთ?
– დედაჩემის გამო. მეათე კლასში ვიყავი, დედას იმუნური სისტემის სიმსივნე დაუდგინა – ჰოჯკინის ლიმფომა. ძალიან მძიმედ იყო. შესაბამის მედიკამენტებს და მკურნალობას ვერ იღებდა, რადგან ფინანსურად გვიჭირდა, იმ პერიოდში ინფორმაციის მიღებაც ჭირდა, ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში ვცხოვრობდით და იქიდან კომუნიკაციის პრობლემა სულ გვქონდა. ამიტომ, გვიწევდა თვითმკურნალობა და საკუთარი თავის იმ მდგომარეობაში ასე გატანა.