ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალური ქსელით ტასო ლოსაბერიძის პოსტს ეხმაურება.
„ეს ცუგა დაბერდა და პატრონს აღარ მოუნდა, თავშესაფარში ჩააბარა, სადაც ცუგამ
უარი თქვა ჭამაზე, ჩავარდა დეპრესიაში მიტოვებისგან და დამძიმდა ძალიან. ოქროს Taso-მ წამოიყვანა კლინიკაში, სადაც არ დაიშურეს ძალები, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს, სულ ტიროოდა და წუხდა პატარა არსება.
ნეტა, ამის პატრონს, რომელთანაც ამდენი წელი ცხოვრობდა, ღამე როგორ სძინავს?!
ადამიანი არ გქვია შენ, ვიღაცა ხარ ან უფრო რაღაცა ხარ.. შენც დაბერდები და იცოდე, რომ არავის მოუნდები. დაე, შენი ცუგას საცოდავი თვალები ყოველ დღე გაგახსენდეს, რომელსაც ისე უყვარდი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ მოინდომა.
მეზიზღებით ასეთი ვითომ ადამიანები, ყველა“, – წერს ფანგანი.
შეგახსენებთ ლოსაბერიძის პოსტს: „15 წუთის წინ გაფრინდა 😞
ვერ გაუძლო ყველაფერს ერთად…
მადლობა ვეტერინარული სამედიცინო ცენტრი ვეტ-მედი/ Veterinary Medical Center Vet-Med რომ ყველაფერი გააკეთეთ მისთვის
ვერო Zaqri Shako მთელი ღამე იბრძოლეს, მაგრამ ძალიან დავაგვიანეთ 😭“.