მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) „ტვ პალიტრის“ ეთერში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის გამაარჯვების შემდეგ მასთან საუბრის იხსენებს და ექსპრეზიდენტს მორიგ ტყუილში ადანაშაულებს:
„გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ვეგუებოდი. იპოვეს ჩემი მეგობარი, ვისაც დაარეკინეს და ძალიან მთხოვა ავსულიყავი სააკაშვილთან შავნაბადაზე. ავედით მე და ბიძინა გეგიძე. იქ ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ.
მთხოვდა, რა ვქნა, რა გავაკეთოო… ოღონდ ახლა შენ გაჩერდი, მეტს აღარ ვიზიმ, რაც მოხდა ისეთი აღარ ვიქნებიო. მეთქი, რა უნდა მინდოდეს, ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო-მეთქი. არ მჯერა-მეთქი. მომეცი სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი. კი ბატონო, წაიღეო. კენია ხომ არ ვართ, ინაუგურაციაზე მილიონი სტუმარი ჩამოდის და იქ რომ სისხლისღვრა ავტეხოთ, თან ხომ იცი, არავინ არ გააშუქებს ამასო. კარგი მეთქი. სხვა რა გზა მქონდა. სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო ის ხალხი რომ წამეყვანა.
ნუ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და ვინ იყო მაშინ ის ოპოზიცია, დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რომ სხედან, ისინი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაში ვიყავით. სატელევიზიო სიხშირესთან დაკავშირებით ინაუგურაციის მეორე დღესვე გადამაგდო. არ მინდოდა, კიტოვანის, სიგუას და იმათი სახელი დამრქმეოდა“, – ამბობს გაჩეჩილაძე.