რა ხდება, როდესაც ტელეფონს დასატენად მთელი ღამით ტოვებთ — მითები და სინამდვილე
ლითიუმ-იონური ბატარეების სამყაროში, სმარტფონები ცენტრალურ ადგილს იკავებს. თუმცა, წლებია, არ ცხრება ერთი დავა: აფუჭებს თუ არა მის ბატარეას ხანგრძლივი (მთელი ღამის განმავლობაში) დატენვა?
ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, მისი გამოშვების წელი და ქიმიური ასაკი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბატარეის თანდათანობით დეგრადაციას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ტემპერატურის რყევები, დამუხტვა-დაცლის მახასიათებლები და ზოგადი მოხმარება.
დროთა განმავლობაში, ლითიუმ-იონური ბატარეების ქიმიური დაბერება ამცირებს მუხტის ტევადობას, ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას და წარმადობას.
Apple-ის თანახმად: „iPhone-ის ნორმალური ბატარეა ისეა შექმნილი, რომ თავდაპირველი ტევადობის 80% შეინარჩუნოს დატენვის 500 სრული ციკლის შემდეგ, თუკი ტელეფონი ნორმალურ გარემო პირობებში მუშაობს“. განაგრძეთ კითხვა
