დღეს ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის დაბადების დღეა. მას 83 წელი შეუსრულდებოდა.
გურამ შარაძის იუბილეს სოციალური ქსელით მისი შვილი, რუსუდან შარაძე, ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
„ჩემი მამიკო დღეს 83 წლის გახდებოდა. დროთა განმავლობაში, რაც ასაკით ვეწევი (67 წლის ხდებოდა, რომ მოკლეს), თან დიდი მეჩვენება, თან არცისე. ცხოვრებაში ხომ არასდროს მიგრძნია მისი „უფროსობა“, პირიქით, მასზე ახლო არავინ მყოლია. თუმცა ზღვარს არასდროს გადავსულვარ. სულ შევციცინებდი და მოწიწებული ვიყავი, მარტო კი არ მიყვარდა – უსაზღვრო პატივისცემით მიყვარდა. ბოლოსკენ იყო, რომ ერთხელ გავაბრაზე და ახლაც ვიგუდები – ეს გიორგიზე უარესიაო :))))))) მეტი „ჩხუბი“ არც მახსენდება.
მიყვარხარ, მა და შენთვის კიდეც რომ მოვკვდე, პირიქით, პატივზე პატივი იქნება ჩემთვის“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, შარაძე თბილისის ცენტრში 2007 წლის 20 მაისს მოკლეს.