ახლახანს ქართველი ექიმი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სოფლის ექიმის მერი (მილედი) ღვალაძის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.
დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სოფლის მოსახლეობის წინაშე, პროფესიონალიზმთან ერთად იყო იმედის მომცემი და გულისხმიერი თავისი პაციენტების მიმართ.
45 წლიანი მოღვაწეობისას დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულის ყველა ოჯახში.
დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი უფალმა თქვენ სულს მილედი ექიმო”
