17 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან 18 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ქსნის, ერწოს, ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ლომთათიძის, ცინცაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, კაკაბაძის, ბარამიძისა და მიმდებარე ქუჩებს. გურამიშვილის გამზირის, სანზონის, ზღვის უბნის კვარტლებისა და დადიანის ქუჩის ნაწილს.
გლდანის რაიონში: ქერჩის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ანდრონიკაშვილის, რიონისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის “ა” და I-IV მიკრო რაიონებს.