ხაშურში მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
ის ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს.
როგორც ირკვევა, გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში. 2წლის წინ მოზარდი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა. შსს-მ კაცი დააკავა, ის სასჯელს იხდის.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.