„დილა მშვიდობისა საქართველო“ ელიკო გუჯაბიძისა და გელა კიზირიას სიყვარულის ისტორიის შესახებ გვიამბობს.
სამშობლოში დაბრუნებულმა გელა კიზირიამ მეუღლეს სიურპრიზი მოუწყო და სრულიად მოულოდნელად ესტუმრა ოჯახს.
გელა კიზირია პროფესიით მეზღვაურია და ოჯახთან განშორება გარკვეული პერიოდულობით უწევს ხოლმე.
რაც შეეხება წყვილის ისტორიას, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან დაიწყო.
„ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც შემოსავლის წყაროა, თუმცა ოჯახს ავტომატურად სცილდები.. მე არ მინახავს, როგორ წავიდა ჩემი გოგო სკოლაში, როგორ გაიზარდა.. შვილებთან დაახლოებასაც ვერ ასწრებ ისე იზრდებიან.. როცა სახლში ვარ, მთავარია ვიყოთ ერთად, თუნდაც მაღაზიაში ჩასვლა მოგვიწიოს, ვამბობთ, წამო, ერთად წავიდეთ…“, – აღნიშნა კიზირიამ.