“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ხვალ, 17 ოქტომბერს კომპანია საბურთალოს რაიონში, გოთუას ქ. N28-თან არსებულ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
GWP აცხადებს, რომ აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12:00 საათიდან 17 ოქტომბრის 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
გოთუას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.