Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას მოგვიტანს 14-29 ოქტომბრის “დაბნელებების დერეფანი” – რამაზ გიგაურის რჩევები

October 15, 2023
რას მოგვიტანს 14-29 ოქტომბრის “დაბნელებების დერეფანი” – რამაზ გიგაურის რჩევები

ასტროლოგი რამაზ გიგაური მზის დაბნელების დერეფანთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზიარებს:

“რა ტენდენციებს მოიტანს 14-29 ოქტომბრის „დაბნელებების დერეფანი“
/© რამაზ გიგაური/

ეს დაიწყება მზის დაბნელებით 14 ოქტომბერს (სასწორის 21-ე გრადუსი) და დასრულდება მთვარის დაბნელებით 29 ოქტომბერს (მორიელის მე-6 გრადუსი). პირველის „სიტყვა-გასაღები: „მე და შენ“ (კავშირი ან მტრობა). მეორის სიტყვა გასაღებია: „ჩემი და შენი“ (გაერთიანება ან გაყოფა).

განსაკუთრებით რთულია მეორე, მთვარის დაბნელება, 29 ოქტომბერს, რადგან ამ დროს მზესთან შეერთებაშია ძლიერი მარსი (მორიელში), რაც მიანიშნებს აგრესიაზე, ბრძოლასა და ხიფათზე. თუმცა როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მარსი 12 ოქტომბერს შევა მორიელში და 24 ნოემბრამდე დარჩება. ამ დროს მარსის გამოვლენა არის ძალიან აქტიური და ინტენსიური (როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე).

როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში არის სასტიკი მოქმედებების პერიოდი.

8 ოქტომბრის პროგნოზშიც დავწერე (ჩემს მეორე გვერდზე) ისრაელის შესახებ, რომ თუ 15 ოქტომბრის ჩათვლით აქტიური საომარი მოქმედებები გაჩერდა, მაშინ მოვლენები სწრაფად ჩაწყნარდება (თუმცა რასაც, ანუ პროგნოზის დაწერიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვუყურებ, ამის შანსი მცირეა, სამწუხაროდ). მეორე, ნეგატიური სცენარი მიანიშნებს, რომ სხვადასხვა გამოვლენებით შესაძლოა ეს საომარი მოქმედებები საშუალოდ ერთ წელიც კი გაგრძელდეს.

ინდივიდუალურ დონეზე (ზოდიაქოს ნიშნების კუთხით):

„დაბნელებების დერეფანი“ აქტიური პირველ რიგში იქნება:

* სასწორებისთვის და მორიელებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასწორის მესამე და მორიელის პირველ დეკადაში არიან დაბადებულები (სადღაც 14 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე).

* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი (ანუ 1 გრადუსიანი გადაცდომით), რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პირად ჰოროსკოპში 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე განთავსებული აქვთ არა მაინდამაინც მზე, არამედ ასცენდენტი, რომელიმე პლანეტა, შავი მთვარე და ა. შ.

ასევე ყურადღებას ითხოვს ვერძი და კუროს ნიშნები. რატომ? იმიტომ, რომ ეს დაბნელებები ხდება სასწორში და მორიელში და „სარკული ანარეკლით“ (ოპოზიციური ასპექტი) გავლენა აქვს სწორედ ვერძსა და კუროზეც.

მარსის მორიელში ყოფნა (12.10 – 24.11) აქტიური და ინტენსიური იქნება თვითონ მორიელებისთვის, როდესაც მარსი მათ ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეურთდება, ეს იქნება აქტიური, წარმატებული ან სახიფათო დღეები (გააჩნია, კონკრეტული მორიელის ჰოროსკოპში რამდენად ჰარმონიულად არის მზე განთავსებული).

მარსის ეს ინგრესია ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც მარსი აქვთ მორიელში, მათთვის ორწლიანი პერიოდის შეჯამება იქნება. ამ 43-44 დღიან მონაკვეთში ისინი მიიღებენ შედეგებს. რას კონკრეტულად? რაც „დათესეს“ და რასაც „მოუარეს“ ამ ორ წელში.

დანარჩენ ნიშნებთან შედარებით ნეიტრალურია. გარდა იმ შემთხვევისა, ვისაც როგორც უკვე აღვნიშნე, პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი.

გამარჯვება ისრაელს და უკრაინას! მშვიდობა ყველას და განსაკუთრებით ისრაელში და უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს! გამხნევებთ ყველას და გიგზავნით სიყვარულს!“ – წერს რამაზ გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, ძალიან დავისტრესეთ…“ – რას ჰყვება გუშინ, რიკოთზე მომხდარი ავარიის თვითმხილველი?
  • „მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს!“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
  • „მათი დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge