Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ისე წახდა საქართველო, რომ ჰრცხვენიათ ქართულად ჩაცმა” -რა ეცვათ ქართველებს საუკუნეების წინ?

October 13, 2023
“ისე წახდა საქართველო, რომ ჰრცხვენიათ ქართულად ჩაცმა” -რა ეცვათ ქართველებს საუკუნეების წინ?

ქართული ტანსაცმლის ნაირსახეობათა შესახებ ცნობებს გვაწვდის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი წყაროები, მოგზაურთა ჩანაწერები… საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილს.

დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს (დუგმებს), ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების ნიმუშების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემებით.

გამოვლენილია საქართველოში გავრცელებული სამოსლის სხვადასხვა სახეობა: სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელ-მოძღვრული, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო, საღარიბო, სადიაცო და სამამაცო; ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო და სხვ. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზევითი.

etero1-1697186648.jpg

სამეფო ტანისამოსის შესახებ საინტერესო მასალებია დაცული ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში “მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიიდან”. სამეფო შესამოსელს წარმოადგენს ბისონი – ძვირფასი ქვებით შემკული; გვირგვინი, ქსოვილი ოქრონემსული, და რაც მთავარია, სამკლავე, რომლის ტარება მხოლოდ პრივილეგირებულ ფენათა წარმომადგენელს შეეძლო. ასევე, დედოფლის ჩაცმულობაში ფიგურირებს ბისონი. ბეთანიის მხატვრობაში თამარს სამკლავე იდაყვამდე აქვს ჩამოშვებული და მოჩანს მანდილი.

ქართველთა შესამოსელის შესახებ საინტერესო ცნობებია დამოწმებული ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა». ქართველთა ზნე-ჩვეულებებზე საუბრისას ვახუშტი გამოყოფს ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის სახეებს და აღწერს საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის განსხვავებულ ტანისამოსს. ვახუშტი ბატონიშვილმა ყურადღება მიაქცია ქართლისა და კახეთის ტანსაცმლის მსგავსებას: «შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთრიგად, თავს სკლატისაგან ანუ შალისაგან. ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვეული, აფროსანი, ტანს კაბა ლარისა სკლატისა ანუ ჩოხისა მუხლ ქვემომდე, მასზედ სარტყელი».

15776967-1324712850934626-5102323313984872775-o-1697186675.jpg

 

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge